“OneSoft” კომპანიებს ERP სისტემას უსასყიდლოდ/თანადაფინანსებით სთავაზობს

მიმდინარე კრიზისი ნამდვილად შემაფერხებელია ბიზნესისთვის, თუმცა კომპანიები, რომლებიც თანამედროვე ERP სისტემებით სარგებლობენ და ბიზნეს-პროცესები სრულად ავტომატიზებული აქვთ, გამოწვევას ცალსახად უფრო ეფექტურად პასუხობენ, რადგან საწარმოო რესურსების მართვის ერთიანი პროგრამა, ნებისმიერი პროცესის დაგეგმვის, აღრიცხვის, მართვისა და კონტროლის მოქნილი ინსტრუმენტია.

Covid19-ით გამოწვეეული ეკონომიკური ზიანის საპასუხოდ და პოსტკრიზისულ პერიოდთან გამკლავების პროცესში, OneSoft მზადაა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ, ან 50%-იანი თანადაფინანსებით შესთავაზოს კომპანიებს ერთიანი პროგრამა ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვისთვის – ERP Standard, რომელიც 1C-ის უახლეს პლატფორმაზე არსებული პროგრამაა, პროცესების ეფექტური მართვისთვის.

პროგრამასთან კავშირი შესაძლებელია ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია, რაც დისტანციურ სამუშაო პირობებს სრულიად ერგება.  ERP Standard-ის მეშვეობით შესაძლებელია ერთიან სისტემაში ყოველდღიურ ოპერაციების აღრიცხვა, ბუღალტერიის წარმოება, ფინანსური რეპორტების მიღება და სხვ.

დაფინანსება შეეხებათ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც ესაჭიროება ეფექტური აღრიცხვის მექანიზმი.

სრულად დაფინანსდება ბიზნესი, სადაც ERP სისტემაში ერთდროულად მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობა არ აჭარბებს სამს. დაფინანსება მოიცავს პროგრამულ ლიცენზიებს და სისტემის შემსწავლელ 24 საათიან ტრენინგ-კურს, რაც ჯამში საშუალოდ $ 2’000 შეღავათს იძლევა. შედარებით დიდი პროექტების შემთხვევაში, OneSoft კომპანიებს 50% თანადაფინანსებას სთავაზობს.

დაფინანსების მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება: https://forms.gle/6xXFqQFLUXSKLKLN7

პროგრამის დემო ვერსიის მისაღებად, ან სხვა შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით OneSoft-ის გაყიდვების გუნდს:

შემთხვევითი სიახლე

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სამედიცინო სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი …