MAN-ის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები ორშაბათიდან უკვე თბილისის მოსახლეობას მოემსახურება

თბილისი (BPI) – MAN-ის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსები ორშაბათიდან უკვე თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი ავტობუსები წარადგინა.

თბილისის მერიამ 90 ავტობუსი შეიძინა და ამ ეტაპზე თბილისში ყვითელი ავტობუსების პარკს 50 ჩაანაცვლებს.

10-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 87 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27-ია. ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: გამოყოფილია სპეციალური სივრცე, რომელსაც სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი აქვს, ეტლით მოსარგებლეთათვის. დამონტაჟებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ვიდეო მონიტორინგის სისტემა, usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება

ახალი ავტობუსები გადანაწილდება 10 მარშრუტზე. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდება N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

8 თვეში დედაქალაქს 220 ახალი ერთეული, ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება.

შემთხვევითი სიახლე

Israir Airlines-ის თბილისის მიმართულებით, 31 მარტს დაგეგმილი სპეცრეისი გაუქმდა

ავიაკომპანია Israir Airlines-ის სპეცრეისი, რომელიც ავიაკომპანიას თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე, 31 მარტს უნდა შეესრულებინა გაუქმდა. …