Made in Georgia – რკოს წარმოებული ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

თბილისი (BPI) – ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია, ბავშვის ტანსაცმელი საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

“რკო” ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია „golden blossom“-ში, იტალიაში კი, გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.

ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე Playtime Paris დაინტერესდა. გამოფენა 26-29 იანვარს პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“ იყო წარდგენილი. ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ხარკოვის აეროპორტის TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულება – საქართველოა #3-ია

თბილისი (BPI) – ხარკოვის აეროპორტი TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულებას ასახელებს, სადაც მესამე ადგილზე საქართველოა. აეროპორტის ადმინისტრაციამ …