m² უძრავი ქონების ობლიგაციები COVID19-ის პირობებშიც მიმზიდველია

თბილისი (BPI) – კორონავირუსის მიუხედავად, კომპანია “m² უძრავი ქონების” ობლიგაციებზე მოთხოვნა ისევ მაღალი რჩება. გასულ კვირას საფონდო ბირჟაზე 2 გარიგების შედეგად 115 116 ლარის ობლიგაციებით ივაჭრეს. გარიგება 116 ობლიგაციაზე დაიდო, ფასი 991-1001 ლარის ფარგლებში.

სულ წლის დასაწყისიდან კომპანიის 5,332 მლნ ლარის ობლიგაციებია რეალიზებული.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და კომპანია მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. მოცულობა 35 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …