კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ,  არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე  მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება – ტურისტული მომსახურების ბაზარზე მოქმედი კომპანიის საჩივარს – კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას.

კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც  საკითხის შესწავლა დაევალა.

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა  საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამ დროისათვის მიმდინარე რეჟიმშია 2 საქმის  მოკვლევის პროცესი: 1. სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და  2. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში – არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე.

2021 წელს, სააგენტომ 5 საქმის მოკვლევა დაასრულა – მათ შორის, სამი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, ორ მათგანში დარღვევა  დადასტურდა. ერთი შეთანხმებული ქმედების ფაქტი იქნა გამოვლენილი 4 კომპანიის მიმართ და ერთ შემთხვევაში სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი არ დადგინდა. დამრღვევი კომპანიები იქნენ სანქცირებული და ბაზრის მოწესრიგების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად  3 საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარე რეჟიმშია.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …