IV კატეგორიის კომპანიებს ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2 წლით გადაუვადდათ

თბილისი (BPI) – მეოთხე კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა გადაუვადდებათ, როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, 2 წლით გადაუვადდათ.

გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

მინისტრის განმარტებით, კანონის მიხედვით, ყველა კომპანიას საქართველოში 1 ოქტომბრისთვის ევალებოდა, რომ გასული წლის ანგარიშგების დაწესებული სტანდარტით წარდგენა.

კომპანიები დაყოფილია 4 კატეგორიად. მეოთხე კატეგორიაში 60 ათასამდე კომპანიაა, რომელთაც 1 მლნ-მდე აქტივი, 2 მლნ-მდე ბრუნვა აქვთ და 10 თანამშრომლამდე ჰყავთ დასაქმებული. ანგარიშის წარუდგენლობა 500 ლარით ჯარიმდებბა, შემდეგ ჯერზე ორმაგდება.

“გავითვალისწინეთ, რომ ზოგიერთს არ აქვს ადამიანური რესურსი ანგარიშგების ამ ხარისხით წარდგენაზე,  ან არ აქვს კომპიუტერული სისტემა და გადაწყვეტეთ 2 წლით გადავავადოთ ეს მოთხოვნა”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გადაწყვეტილების თანახმად, მეოთე კატეგორიის კომპანიებს 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების წარდგენა მოუწევთ 2021 წელს.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი 2.9573 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა. …