HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32 MP-იანი წინა კამერის ჩათვლით. მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით მიმზიდველი, საუკეთესო ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიღონ გასაოცარი პორტრეტები ღამის განათებაშიც კი, –  ასე აფასებენ სპეციალისტები nova 5T -ის თანამედროვე ციფრულ შესაძლებლობებს.

დაინტერესდით? – უსაზღვრო შესაძლებლობების სმარტფონს ქართველი მომხმარებელი სულ მალე იხილავს.

HUAWEI-მ შეძლო შეექმნა გამორჩეული სისტემა მობილურებისთვის – ხელოვნური ინტელექტის მქონე, პრემიუმ კლასის Kirin 980 პროცესორზე ჩაშენებული  8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, მძლავრ ოპერაციულ სისტემასთან, EMUI 9.1-თან ერთად, რაც მომხმარებელს მრავალმხრივი დავალებების წამებში შერულების შესაძლებლობას აძლევს. HUAWEI-ს ახალი ტექნოლოგია,  ფაილის წაკითხვის სიჩქარეს საშუალოდ 20%-ით ზრდის.

ამასთან, Nova 5T-ში, წინა მოდელებთან შედარებით,   CPU მაჩვენებლები 75%-ით, ხოლო AI 120%-ითაა გაზრდილი. HUAWEI nova 5T   გამორჩეულია ელემენტის წარმოუდგენელი შესაძლებლობებითაც. 3,750 mAH ელემენტით, სმარტფონი შეუფერხებლად მუშაობს ინტენსიური გამოყენების პირობებშიც კი.

როდესაც HUAWEI-მ  nova 5T შექმნა, მომხმარებლის წინაშე წარსდგა  6.26 ინჩიანი ეკრანით, ეს იყო მოწყობილობა პრემიუმ ხარისხის წარმოუდგენელი პარამეტრებით – სმარტფონი სულ რაღაც 7.87მმ. სისქემდე, წარმოუდგენლად მსუბუქი –   მხოლოდ 174 გრამი. ეს იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება კომპანიისთვის. HUAWEI-ს სურდა შეექმნა სმარტფონის გამორჩეული ეკრანი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და გაუმჯობესებულ გამოცდილებას შესთავაზებდა საზოგადოებას – ეკრანი სრული გაფართოებით, რომელიც მომხმარებელს შოკში ჩააგდებდა.

კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფს მიაჩნია, რომ HUAWEI nova 5T არის მომხმარებლის იდეალური პარტნიორი ციფრულ სამყაროში, რათა გამოხატო შენი ნამდვილი თავი სოციალურ მედიაში, ასევე  მათთვის, ვისაც  სურს ჩაერთოს უსაზღვრო შესაძლებლობების თამაშებში: „მისი არაჩვეულებრივი დიზაინი, დახვეწილი Al კამერა საშუალებას გაძლევთ   ასახოთ თქვენი შთაგონებული მომენტები .“

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …