HUAWEI – მ ციფრული ეკონომიკის განვითარების ახალი შესაძლებლობა შექმნა – 5G უკვე რეალობაა

თბილისი (BPI) – აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ციფრული გარდაქმნა იყო.
რიგით მეხუთე ღონისძიება 3 სექტემბერს, ჩინეთში ჩატარდა სადაც მთავრობის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისა და რეგიონის 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა 5G ტექნოლოგიისა და ახალი ტექნოლგოიების მდგრადი განვითარების საკითხებზე იმსჯელა.
მათივე შეფასებით, 5G ტექნოლოგია ჭკვიანი სამყაროს ქვაკუთხედია, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. „დღეს, როდესაც უკვე 5G-ს ერაში გადავდივართ, მსოფლიოს მასშტაბით, ინდუსტრიებში ციფრული ტრანსფორმაციის კრიტიკული ეტაპის წინაშე ვდგავართ. ინდუსტრიულმა განვითარებამ უკვე ავტომატიზაციისა და გაციფრულების ეტაპს მიაღწია,“ – ითქვა ღონისძებაზე.

„5G საჭირო დროს გამოჩნდა. 5G-ს განვითარებასთან ერთად შეიქმნება ბევრი 5G-ს მხარდაჭერის მქონე პროგრამა, რომლებიც მსოფლიოს შეცვლის. 5G, AI, IoT და ქლაუდი უკეთესს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას,“ – განმარტა HUAWEI-ს საბჭოს თავმჯდომარემ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტმა უილიამ ხუმ.

HUAWEI, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში, გადამცემ ხაზებს 5G-ს უფრო სწრაფ გამოყენებაში ეხმარება. შესაბამისად, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები ლიდერობენ 5G-ს გამოყენების კუთხით. სამხრეთ კორეა მოსფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც გააცნობიერა 5G-ს ფართომასშტაბიანი კომერციული სარგებელი. ამიტომაც, აპრილის დასაწყისში 5G-ს გამოშვებიდან, მისი გამომწერი ადამიანების რაოდენობამ ქვეყანაში 2 მილიონს გადააჭარბა. სამხრეთ კორეა 5G-ს კომერციული გამოყენების გლობალურ ორიენტირად იქცა. ჩინეთმა 5G-ს ფართომასშტაბიანი ქსელი საპილოტე კომერციული გამოყენებისთვის შექმნა. სამმა მნიშვნელოვანმა გადამცემმა 5G ქსელი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და შენჯენიში განათავსა. გატესტილი სიგნალის გადაცემის მაჩვენებელი 1 Gbps-ს შეადგენს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 1080P რეზოლუციის HD ფილმის გადმოწერას მხოლოდ 1 წამი სჭირდება. .

5G უკვე რეალობაა. მსოფლიოს გარშემო ის უკვე 20 ქვეყანაშია წარდგენილი, ხოლო 33 სხვა ქვეყანაში 5G-ს სპექტრი გავრცელდა. HUAWEI – მ ციფრული ეკონომიკის განვითარების ახალი შესაძლებლობა შექმნა.

კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 5G-სთან დაკავშირებით უკვე 50-ზე მეტი კომერციული კონტრაქტი გააფორმა და 200 000 მასიური MIMO AAU-ები გაგზავნა. 5G-ს საპილოტე კომერციულ გამოყენებასა და 5G ინოვაციური პროგრამების აქტიურ გამოკვლევაში HUAWEI-ს მიზანია, შექმნას დიდი გამოცდილების მქონე ყველაზე უსაფრთხო და განვითარებული 5G პროდუქტები და პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანია ცდილობს, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, გადამცემების მიერ, 5G-ს უფრო სწრაფად გავრცელებას და მისი უპირატესობების სრულად წარმოჩენას შეუწყოს ხელი. ამით შესაძლებლობას აძლევს ინდუსტრიებს გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური ეფექტურობა და დააჩქარონ ინდუსტრიის ციფრული გარდაქმნა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოში, Rakuten Viber-ში არხების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს …