HUAWEI-მ  მომხმარებელისთვის კომუნიკაცია უფრო მოსახერხებელი და მარტივი გახადა

თბილისი (BPI) – კომპანია HUAWEI-მ მოწყობილობებსა და ადამიანებს შორის კომუნიკაცია ახალ საფეხურზე აიყვანა, ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითი,  Nova 5T-ს, WATCH GT 2-სა და FreeBuds 3 შორის კავშირია.  მართალია, ძირითად საკომუნიკაციო მოწყობილობად კვალვინდებურად  სმარტფონი რჩება, თუმცა WATCH GT 2 შესაძლებლობას იძლევა მის გარეშეც  არაფერი გამოგეპაროთ,  იმ შემთხვევაშიც კი,  თუ სმარტფონი  თან არ გაქვთ.

„არც ერთ ჭკვიან, ფიტნეს საათს არ შეუძლია იმდენი ფუნქციის შესრულება, რაც WATCH GT 2 -ს.  კომფორტულად შემიძლია ვუპასუხო შემოსულ ზარებს და მივიღო მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნებისმიერ ადგილას, ჩემი მობილური ტელეფონიდან 150 მეტრის რადიუსში, ვარჯიშის, მანქანის ტარების და სახლის ყოველდღიური საქმეების შესრულების დროსაც კი. ეს არის საუკეთესო ტრიო, რაც კი ოდესმე კომპანიას შემოუთავაზებია, “- ასე ახასიათებენ Nova 5T-ის, WATCH GT 2-ისა და FreeBuds 3-ის ტანდემს მომხმარებლები.

HUAWEI WATCH GT 2 – აღმოაჩინე მეტი

ხანგრძლივად გამძლე ელემენტი,  სპორტისთვის განკუთვნილი ჭკვიანი რეჟიმი და ჭკვიანი მაღვიძარა მაჯაზე – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია HUAWEI WATCH GT 2- ზე, რომ გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ. საათი მორგებულია განსაკუთრებით მათზე, ვისაც დილას ადრე გაღვიძება არ უყვართ და ვისთვისაც თავად პროცესიც კი სტრესულია. GT2 საათზე შეგიძლია დააყენო მაღვიძარა საკუთარი სმარტფონიდან,  დაყენებულ დროზე საათი იწყებს ვიბრაციას იმდენად ნაზად, რომ არ გაწუხებს, მაგრამ ვიბრაცია ნელ-ნელა ძლიერდება.

HUAWEI WATCH GT 2 – ყურადღება მიაქციე  ჯანმრთელობას

როდესაც მთელი დღის განმავლობაში მუშაობთ, ხშირად გავიწყდებათ თქვენი ჯანმრთელობა. HUAWEI-ს სმარტოფნსა  და GT2 საათთან ერთად მარტივად შეძლებთ მუდმივად თვალი ადევნოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დილიდანვე შეგიძლიათ შეამოწმოთ ჯანმრთელობის სპეციალური აპლიკაცია, რომელიც იდეალურად ასახავს წინა ღამის ძილის ხარისხს.  მოცემული აპლიკაცია ზუსტად აფიქსირებს დეტალურ ჩანაწერებს  ძილის მონაცემების შესახებ, რომელიც შეიცავს ღრმა ძილს, მოუსვენარ ძილს, და იმ პერიოდებს, როდესაც იღვიძებ. აპლიკაცია ასევე გთავაზობთ მომხმარებელზე მორგებულ რჩევებსა და სტრესთან ბრძოლისთვის აუცილებელ ვარჯიშებს, რათა გაუმჯობესდეს ძილის ხარისხი.

პროფესიონალი მწვრთნელი

საათი GT2 არ არის სპეციალურად სპორტისთვის შექმნილი, მაგრამ, ის გვთავაზობს ვარჯიშების სხვდასხვა ვარიანტების ფართო არჩევანს და მონიტორინგის კარგ სისტემას. ზოგადად ჭკვიანი საათებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სიარულის და სირბილის მონაცემებს აფიქსირებს, HUAWEI-ს საათი GT2 შეიცავს 15-მდე სპორტულ რეჟიმს, როგორებიცაა: ჯირითობა, ცურვა, ტრიატლონი, ცოცვა და ბილიკზე სირბილი.

HUAWEI Watch GT 2 – მოირგე მუსიკა მაჯაზე

საათსა და უკაბელო ყურსასმენებთან ერთად სირბილი ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე, ჩვეულებრივი ყურსასმენებისა და სმარტფონის გამოყენება, რადგან ისინი არამარტო უკაბელოა, არამედ არ იხლართება და მსუბუქი სატარებელია. HUAWEI-ს საუკეთესო ტრიო შესაძლებლობას იძლევა, ისიამოვნოთ მუსიკით ყველგან და ყოველთვის.

HUAWEI GT2 საათის უპირტესობა ის არის, რომ შეგიძლიათ მუსიკის მოსმენა ტელეფონის გარეშეც. დიდი მეხსიერება უზრუნველყოფს 500-მდე mp3 ფაილის შენახვას, რაც სრულიად საკმარისია  საყავრელი მუსიკის მოსასმენად. თქვენი საათის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია თქვენი ფლეილისთის მართვა მობილური ტელეფონის გარეშეც. FreeBuds3-თან ერთად თქვენი სირბილი მუდმივად იქნება გაფორმებული საყვარელი მუსიკით.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

პურის გაძვირების მიზეზებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა ყოფილი …