GWP: თბილისის მოსახლეობას უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ თბილისის მოსახლეობას უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისში წყლის ხარისხის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისის ზღვის წყალსაცავი უწყვეტად მარაგდება მდინარე არაგვის წყლით და მუხრანის ველის ჭაბურღილებთან, ნატახტრის, ბულაჩაურის წყალშემკრებებთან და ჟინვალის წყალსაცავთან  ერთად  მონაწილეობას იღებს თბილისის სასმელი წყლით მომარაგებაში.

თბილისის ზღვაზე ნედლი წყლის მოპოვება ტუმბო-აგრეგატების საშუალებით ხდება წყალაღებისთვის განსაზღვრული სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, სტანდარტებით განსაზღვრული სიღრმის დაცვით.

ნედლი წყალი   ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობაზე გადის დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას, ლაბორატორიულ ხარისხის კონტროლს, რის შემდეგაც გამანაწილებელი ქსელის საშუალებით თბილისის მოსახლეობას მიეწოდება.

სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მოწმდება სათავე ნაგებობებზე განთავსებული ჯივიპის ლაბორატორიების მიერ, რომლებიც აკრედიტირებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და საქართველოს ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ყველა წყალაღების წერტილს, მათ შორის თბილისის ზღვის წყალაღების ტერიტორიას  მუდმივად ამოწმებს გარემოს დაცვის სააგენტო. რაც შეეხება  სასმელი წყლის ხარისხს რეგულარულად კონტროლდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. 

შემთხვევითი სიახლე

თურნავა აზოტის მიერ ენერგოეფექტური სისტემის დანერგვას ენერგეტიკული რეფორმას უკავშირებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრის თქმით, „რუსთავის აზოტის“ მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონდენსაციური ელექტროსადგურის …