GPIH: კერძო დაზღვევა უნდა დაეხმაროს საყოველთაო პროგრამის მონაწილეებს, შეიმცირონ ჯიბიდან გადახდები

თბილისი (BPI) – “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მოხსნას ის გამყოფი ხაზი რაც რამდენიმე ხნის წინ დააწესა, კერძო დაზღვევით მოსარგებლე ვერ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. ამ შეზღუდვის მოხსნით მოსახლეობა შეძლებს შეიმციროს ჯიბიდან გადახდები სამედიცინო სერვისებზე” – ეს განცხადება “ჯიპიაი ჰოლდინგის” კომუნიკაციების დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა” გადაცემა “ბიზნეს პარტნიორში” სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, ამ კრიზისის ფონზე, როცა ყველა ცდილობს ხარჯები რაც შეიძლება შეამციროს და სახელმწიფოც საშეღავათო პროგრამებს აწესებს ეკონომიკური კრიზის ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა შეძლონ სამედიცინო სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირება.

მთავრობის გადაწყვეტილებით მეორე წელია კერძო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანები საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ვეღარ სარგებლობენ. დღევანდელ სიტუაციაში კიდევ უფრო იზრდება საყოველთაო პროგრამაზე დაშენებული კერძო სადაზღვევო პაკეტის არსებობის მნიშვნელობა. საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტთან ერთად კერძო სადაზღვევო პოლისით სარგებლობა სერიოზული შეღავათი იქნება ყველა ოჯახისთვის. თუ სახელმწიფო ამ შეზღუდვას დროებით მოხსნის, ასეთ შემთხვევაში ადამიანები შეძლებენ დაიკომპენსირონ ის ხარჯები რასაც სახელმწიფო პროგრამა ნაწილობრივ ან სრულიად არ ფარავს : დიაგნოსტიკა, მედიკამენტები, ამბულატორიული სერვისები, სტომატოლოგია და ა.შ

თინათინ სტამბოლიშვილი, “ჯიპიაი ჰოლდინგის” კომუნიკაციების დირექტორი : “დაზღვევა, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევა, ახლა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ დაზღვევაა ის მექანიზმი, რაც დაცულობის განცდას გინარჩუნებს ამ მღელვარების ფონზე. ჩვენი ტრენდი აჩვენებს, რომ ჩვენს მოსახლეობაში, ამ ეტაპზე ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა ინარჩუნებს აქტუალობას და კიდევ უფრო მეტად გახდება ყურადღების საგანი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მოხსნას ბარიერები და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს სტიმული კერძო სადაზღვევო სისტემაში ჩაერთოს. ჩვენთვისაც პრიორიტეტია, ჩვენს დაზღვეულების იმედი გავამართლოთ და როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდზე დგომა, სწორედ ამ პერიოდში პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ჩვენმა კომპანიამ გასული კვირის მანძილზე 50 000-ზე მეტი ოპერაცია დისტანციურად განახორციელა. ყველა სადაზღვევო სერვისს, დაფინანსებებს და ანაზღაურებას ჩვენი დაზღვეულები შეუფერხებლად იღებენ”

კერძო დაზღვევით საქართველოში 500,000 ადამიანი სარგებლობს. სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ ჯანდაცვის სფეროში ანაზღუარებული თანხა 2019 წლის მონაცემებით 200 მლნ. ლარამდეა, ხოლო მხოლოდ ჯიპიაი ჰოლდინგს თავისი დაზღვეულებისთვის 45 მლნ მლნ. ლარი აქვს ანაზღუარებული ჯანმრთელობის დაზღვევით.

შემთხვევითი სიახლე

Vendoo 1 წლისაა

თბილისი (BPI) – ქართულ ამაზონად წოდებული ონლაინ მაღაზია Vendoo 1 წლისაა. სტარტაპმა ერთი წლის განმავლობაში …