GITA-მ და კომპანია “იუ ჯი თიმ” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოლოგიურ კომპანია „იუ ჯი თი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სტარტაპ კომპანიები, რომლებიც დააკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, შეძლებენ ისარგებლონ Azure DevOps ხელსაწყოებით და  UGT Cloud-ის Azure Stack-ის ჰიბრიდულ ღრუბლოვან პლატფორმაზე გამოყოფილი რესურსით.

ამას გარდა, სერვისები მოიცავს Azure DevOps ხელსაწყოების ინტეგრაციას, როგორც Azure Stack ის გარემოსთან, ასევე საჭიროების შემთხვევაში გლობალური Azure ის ღრუბლოვან გარემოსთან.

მემორანდუმის ფარგლებში შეირჩევა 5 საინტერესო გადაწყვეტილება. უპირატესობა მიენიჭება ღრუბლოვან გარემოზე მორგებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს.

Azure Stack-ის ჰიბრიდული ღრუბლოვანი გარემო განთავსებულია UGT-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და დაცული ინფრასტრუქტურაა ქვეყნის მასშტაბით.

Azure DevOps-ის სერვისები საშუალებას მისცემს სტარტაპ კომპანიებს ერთი ხელსაწყოს გამოყენებით შეძლონ უწყვეტი ინტეგრაციის  და უწყვეტი დანერგვის პროცესების (CI/CD Pipeline) ავტომატიზირება. ასევე, გამოიყენონ Agile მეთოდოლოგია გუნდური მუშაობისთვის და დანერგონ პროექტების მართვის, კოდის ტესტირებისა და განახლების დახვეწილი და კარგად დოკუმენტირებული პროცედურები.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …