GITA – ს მხარდაჭერით საქართველოში Future Agro Challenge Georgia გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მესამედ,  Future Agro Challenge Georgia გაიმართება. Future Agro Challenge საერთაშორისო შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, “აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. ღონისძიება 3-5 დეკემბერს ტექნოპარკში გაიმართება.

შერჩეული აპლიკანტები 3-5 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ბუთქემფში (ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამაში) და საკუთარ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ, ჰაკათონის მონაწილეებსა და ფინალისტებს შორის ნაციონალური გამარჯვებული – “წლის აგროპრენერი” გამოვლინდება. გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან) და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს.

Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება:

  1. კვების ტექნოლოგია
  2. აგრო ტექნოლოგიები (ზუსტი სოფლის მეურნეობა, რობოტიკა, დრონები)
  3. აგრომეტყევეობა
  4. საკვები/სასმელი (პროდუქცია/რითეილი)
  5. კვების უსაფრთხოება/მდგრადობა
  6. საკვები ნარჩენები
  7. კვება და ჯანმრთელობა
  8. უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
  9. შეფუთვა და ლოჯისტიკა
  10. განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით
  11. აგროტურიზმი
  12. სოფლის მეურნეობის გამოშვება & დამუშავება

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს Future Agro Challenge-ში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ  მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ფერმის პროგრამული მენეჯმენტი და მისი პრაქტიკული გამოყენება სოფლის მეურნეობაში
  • სენსორები და მათი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში
  • წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის
  • ურბანული მეურნეობა – საკვების წარმოების ახალი გზა?
  • წყლის და მიწის რესურსები: მათი დეფიციტი და თანამედროვე გამოსავლის გზები მათი ოპტიმალური მოხმარებისთვის
  • საკვები დანაკარგი და მოსავლის აღების ტექნოლოგიები

მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 29 ნოემბერს 23:59 საათამდე უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://facagro.com/compete-apply/

ღონისძიების გენერალური პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლიბერთი ბანკი.  ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო და აგრო სოლუშენსი.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ბორდს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს …