სანქციები მოქმედებაში – ქეისი #2 – გიორგი აბაშიშვილის Factპოსტი

“ისეთი არაფერია რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“ – ვლადიმერ პუტინი, 10 მარტი

ჩემს მეორე Factპოსტს კვლავ პუტინის სიტყვებს დავუთავ, რადგან რუსეთის მოუგვარებელ პრობლემებს ძალიან უხდება!

7 მარტიდან გარცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-მა  რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის გამოყენება დაიწყო. ავიაკომპანიის საიტზე, ბილეთის შეძენისას Georgian Airways-ი მგზავრს არჩევანის საშუალებას აძლევდა გადახდა Mastercard-ით, VISA-ს ან Mir-ით მოახდინა.

8 მარტს არ დააყოვნა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ აღნიშნული ფაქტის დასტურმა რადიო „თავისუფლებასთან კომენტარში: “თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს. სამტრედიაში რომ რკინიგზა გააჩერეს*, მე ამ სისტემით ვერ ვიმუშავებ”, მან  ასევე დაამატა, რომ თუკი შეუკვეთენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს.

9 მარტის საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია “Mir”-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს“, „საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“.

9 მარტს ასევე რადიო თავისუფლებიდან ვიგებთ, რომ Georgian Airways-მა გადახდის სისტემებიდან ამოიღო რუსული “Mir”-ი და მათ საიტზე გადახდა კვლავ მხოლოდ VISA და Mastercard-ით არის შესაძლებელი.“ ამავე დღეს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ რუსული “Mir”-ის საშუალებით ავიაკომპანიას არცერთი ბილეთი გაუყიდია.

11 მარტს, იმედინიუსს ინფორმაციიდან ვიგებთ კომპანიის დირექტორის კომენტარს „არცერთი ბილეთი არ გაყიდულა, ვერცერთ ადამიანს ვერ მაჩვენებენ, რომელმაც შეიძინა ბილეთი ბარათი Mir-ით. ასეთი მგზავრი არ არსებობს Georgian Airways-ში, – განაცხადა გაიაშვილმა.

უკან დახევა შედგა, თან ისე როგორც საჭირო იყო! მეტიც, კოპანიამ ჩათვლა, რომ პირიქით „მსხვერპლის როლიც“ უნდა ეთამაშა და განაცხადა: „კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში“

19 მარტს უკვე მეორე განცხადება ვიხილეთ საქართველოს ეროვნული ბანკიდან, რომელიც შეეხებოდა რუსულ საგადხდო სისტემა Mir-ის პოტენციური გამოყენების რისკებს საქართველოში. კერძოდ, ბათუმში.

“კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა “Mir” – ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება” – 19 მარტის, არასამუშაო დღის ეს განხადება ეხებოდა რიგით მეორე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ ერთი სავაჭრო ობიექტი ბათუმში ჰქონდა მცდელობა დაენერგა აღნიშნული საგადახდო სისტემა.

სიმბოლურია, რომ ეროვნული ბანკის პასუხამდე ეს ინფორმაცია გავრცელდა 18 მარტს, პოლონეთის პრემირ მინისტრის საქართველოში, ბათუმში ვიზიტის მეორე დღეს, სადაც პოლონეთის პრემიერი სწორედ სანქციების მნიშვნელობაზე საუბრობდა

ეროვნული ბანკი საქართელოს ორი კანონის დაღვევის შესაძლებლობაზე მიანიშნებდა: 9 მარტს „ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია “Mir”-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს“, ხოლო 19 მარტს: „თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა“.

შესანიშნავია საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი რეაგირება ორივე ფაქტზე, თუმცა სხვა უწყების დრო მოვიდა… ვინაიდან,  როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ნეტგაზეთის ინფომაციით 17 მარტს ბათუმში განაცხადა  „არის ხმები, რომ თითქოს საქართელო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს“.

ფაქტია, იმისათვის, რომ მინიმუმ პუტინის სიცოცხლის განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემების სიაში საქართველო მუდმივად დარჩეს  მეტი მოქმედება გვჭირდება!

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …