მთავარი ეკონომიკური მოვლენები 23 მაისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

პანდემიის შედეგები

IMF ტვიტერზე: პანდემიის პირველი წლის საპროტესტო პაუზის შემდეგ ხალხი ქუჩებს უბრუნდება. სოციალური არეულობის ზრდამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას გლობალურ ეკონომიკურ აღდგენას.

WB ტვიტერზე: ბიზნესის თანმდევი ე.წ. “მუდმივი წარუმატებლობები” 2020 წელს თითქმის 60%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

WB ტვიტერზე: 2007-2008 წლების სურსათის ფასების კრიზისის დროს დაშვებული შეცდომებზე სწავლის შედეგად, ქვეყნებმა სტაბილურად შეინარჩუნეს საკვებით ვაჭრობა COVID-19-ის დასაწყისში. თანამშრომლობა ყველა ქვეყანას სარგებელს მოუტანდა და ეს საკითხი დღესაც საკვანძოდ რჩება.

ADB კვლევა: პანდემიის დროს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს სწავლის შესაძლებლობა დაუკარგა, რაც გავლენას მოახდენს ამ სტუდენტების მომავალ შემოსავალზე.

ენერგეტიკული უსაფრთხოება

ატლანტიკური საბჭო ტვიტერზე: რუსული გაზისა და ნავთობისგან იზოლირება სავსებით შესაძლებელია და თავად უკრაინას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალ სისტემაში.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ტვიტერზე: ენერგოსაკითხების გადაწყობა და დამატებითი მიწოდება/ქსელების უზრუნველყოფა არის კლიმატის მიზნების სამომავლო გასაღები.

Bloomberg: ნორვეგიამ უნდა გააზიაროს „გიგანტური“ მოგება, რომელიც ახლახან მიიღო ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის შედეგად, განსაკუთრებით უკრაინას, თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.

მორავიეცკიმ, რომელმაც კვირას ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრაზე უპასუხა თავისი მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ შეკითხვას, თქვა, რომ ქვანახშირზე დამოკიდებული პოლონეთი გეგმავს განახლებად და ატომურ ენერგიაზე გადასვლას, ხოლო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტას რუსეთიდან და რაღაც მომენტში არაბული ქვეყნებიდან.

სასურსათო უსაფრთხოება

BI: მსოფლიოში ხორბლის მხოლოდ 10 კვირის მარაგია დარჩენილი. უკრაინაში რუსეთის შეჭრა აფერხებს წარმოებას.

BI: სასაქონლო შოკმა გააჩინა შიში იმისა, რომ 1970-იანი წლების სტაგფლაცია კვლავ განმეორდება.

მსოფლიო ეკონომიკა

ბაიდენი ტვიტერზ: ამჟამად, საშუალო მილიარდერს – დაახლოებით 790 ადამიანია ასეთი ამერიკაში – აქვს საშუალო ფედერალური გადასახადის განაკვეთი 8%.

არცერთ მილიარდერს არ უნდა ჰქონდეს უფრო დაბალი გადასახადის განაკვეთი, ვიდრე მასწავლებელს, მეხანძრეს, ელექტრიკოსს ან პოლიციელს.

IMF ტვიტერზე: კორეის ეკონომიკა კვლავ მდგრადია, მაგრამ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მასთან დაკავშირებული სანქციები სულ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას სტაგფლაციის რისკებთან დაკავშირებით.

Chatham House: სამხრეთ კორეა აგრძელებს შერჩევით თანამშრომლობას ჩინეთან და აშშ-თან რიგ საკითხებზე, თუნდაც არსებული დაძაბულობის ფონზე:

▪️მხარს უჭერს აშშ-ის თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიას.

იყენებს დიალოგს ჩინეთთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობას ჩრდილოეთ კორეასთან“.

FT: შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბულობა პანდემიამ და ახლა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ დააჩქარა – ყველა ეს ტენდენცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მსოფლიოს დაშლის/ცვლილებების შესახებ – თქვა ჟოზე მანუელ ბაროზომ, Goldman Sachs International-ის თავმჯდომარემ და ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.

BI: მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ის მომხმარებელი შეერთებულ შტატებში მცირდება, მომხმარებელთა რიცხვი მთელ მსოფლიოში კვლავ იზრდება და გაიზრდება 1.5%-ით.

Twitter-ის მომხმარებელთა ყველაზე სწრაფი ზრდა კონცენტრირებულია დასავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და აზია-წყნარ ოკეანეში.

იმავდროულად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Twitter-ის მომხმარებელთა 7.0%-იან შემცირებას მივიღებთ წელს, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ Twitter-ის აკრძალვით, რამაც შეზღუდა რუსეთში მომხმარებლების წვდომა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …