GFG-იმ “ლიბერთიში” წილი 91.2%-მდე შეივსო

თბილისი (BPI) –  Georgian Financial Group -მა “ლიბერთი ბანკში” წილი 91.18%-მდე შეივსო.

მეორე კვარტალის ბოლოს ბანკის მაჟორიტარი აქციონერი მხოლოდ 75 % -ს ფლობდა. ახალი გადანაწილების შემდეგ, კი, GFG -ი 16 პროცენტული პუნქტით მეტს ფლობს.

აგვისტოში “ლიბერთის” აქციებზე 18  მლნ ლარის გარიგებები დაიდო. მესამე კვარტლის ბოლოს ბანკს 16.1 მლნ ლარის მოგება ჰქონდა.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …