პარლამენტმა საქსტატის სამსახურის საბჭოს წევრად გოგიტა თოდრაძე აირჩია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის არჩევად გოგიტა თოდრაძის და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურა წარედგინა.

პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრად გოგიტა თოდრაძის კანდიდატურას 80 ხმით მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ალექსანდრე არაბულის კანდიდატურას, მან მხოლოდ 7 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …