საქსტატი USDA-ს ექსპერტთა მისიას მასპინძლობს

30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტთა მისიას მასპინძლობს.
✅ ვიზიტის მიზანია სოფლის მეურნეობის სტატისტიკის წარმოების მიმართულებით არსებული საჭიროებების დეტალური შესწავლა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა.
✅ საქსტატი და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ სოფლის მეურნეობის სტატისტიკის წარმოების მიმართულებით. აღნიშნული თანაშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორიცაა სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევაში მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდის (CAPI) დანერგვა, საველე პერსონალის ტრენინგები, სხვადასხვა სახის ტექნიკური დახმარება და საერთაშორისო ექსპერტთა მისიების მხარდაჭერა.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …