Georgia Capital-მა ჰიდროლეა შეიძინა

თბილისი (BPI) – Georgia Capital PLC-ის შვილობილმა კომპანიამ “ჰიდროლეას” 100%-იანი წილი შეიძინა. ტრანზაქციის ღირებულება $38.5 მილიონია.

ჰიდროლეა სამი ჰიდროელექტროსადგურით არის წარმოდგენილი, 21 მგვტ დადგმული სიმძლავრით. წლიური გამომუშავება 105 მგვტ-ია.

გარეიგების შედეგად მოსალოდნელია განახლებადი ენერგიის ბიზნესში $4.1-4.4 მილიოითნ EBITDA-ს ზრდა 2020 წლისთვის.

შესყიდვის შედეგად, განახლებადი ენერგიის ბიზნესი 71 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს გააერთიანებს.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის ჯამური აქტივები $18.5 მლნ-ია. ჰიდროლეას ორი აქციონერი ჰყავს, Crosscountry Georgia LLC და იოსებ ნატროშვული.

ჯგუფი შესყიდვისთვის $10 მილიონს საწესდებო კაპიტალში გამოყოფს, $13.3 მილიონს მოლლევადიან პერიოდში, გარიგების დასაფინანსებლად.

 

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …