FRUITLOGISTICA 2022-ში ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ბერლინში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე FRUITLOGISTICA 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: შპს აგროლეინი, შპს ლურჯი ველი, შპს გეოფრეში, შპს აგრითაჩი და შპს ალფა მიერ წარმოებული პროდუქცია.
გამოფენაში მონაწილეობდა შპს იმერეთის აგროზონა, რომელმაც სასათბურე კლასტერისა და სასწავლო- სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა.
„ეს არის შესაძლებლობა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის, მოახდინონ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამ მიმართულებით ქართული კომპანიების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.
FRUITLOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ პლატფორმას. გამოფენას, ყოველწლიურად 70,000 ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 80 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,000-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია …