Fitсh -მა სილქნეტს გრძელვადიანი IDR რეიტინგი დაუდასტურა

თბილისი (BPI) – Fitch Ratings-მა Silknet-ს  გრძელვადიანი IDR რეიტინგი, სტაბილური პროგნოზით “B+”დაადასტურა.

სატელეკომუნიკაციო კომპანია ფიქსირებული, ფართოზოლოვანი და ფასიანი სატელევიზიო მომსახურების ბაზრის 30%-ზე მეტ ფლობს მაგთიკომის შემდეგ მე-2 მსხვილი კომპანიაა.

ფართოზოლოვან მომსახურებაში, მისი წილი 3Q19-ში  35%-მდე შემცირდა, 2016 წლის ბოლოს არსებული 39%-დან, ხოლო Pay-TV-ის ნაწილში კი 40%-დან, 38%-მდე.

სარეიტინგო სააგენტო ფიქრობს, რომ ზარალს ოპტიკურ ბოჭკოვანი მიმართულებით კაპიტალდაბანდები დააბალანსებს. ფიქსირებული მობილური შეთავაზებებით ფართო დაფარვას უზრუნველყოფს.

Fitch-ი ფიქსირებულ, ასევე მობილურ მომსახურებაში ARPU მოკრძალებულიდან-ზომიერზე გადაინაცვლებს, რასაც ხელს მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაანონსებული ტარიფების ზრდა და ნაკლები სარეკლამო აქტივობები შეუწყობს ხელს.

Fitch ელის, რომ ფასების კონკურენცია ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგთიკომმაც და სილქნეტმაც გაზარდა საშუალო ტარიფი მობილურ და ფართოზოლოვან ქსელში და შეწყვიტა იაფი შეთავაზებები.

Fitch მიიჩნევს, რომ ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი მკაცრად კონსოლიდირებულია, რაც მცირე კონკურენტების მხრიდან აგრესიულ ნაბიჯებს ნაკლებ საფრთხის შემცველს ხდის.

Fitch-ის განცხადებით, საქართველოში მასობრივი ბაზარი ფასებისადმი მგრძნობიარეა, და გასათვალისწინებელია, თუ კომპანიას შეუძლია მოიზიდოს საკმარისად დიდი მასშტაბის მომხმარებელთა ბაზა, რათა გაამართლოს თავისი შინაარსის ინვესტიციები.

Silknet შეინარჩუნებს მაღალ capex-ს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რაც გამოწვეული იქნება მაღალი ინვესტიციებით ბოჭკოვანი მიმართულებით – მიაჩნია სარეიტინგო სააგენტოს  

შესაბამისად, 2019-2022 წლებში Fitch-ის პროგნოზით Capex შემოსავლები >20%-ზე მაღლა იქნება. 

კომპანიის მიზანია, რომ DSL ოპტიკური მომსახურებით მომდევნო 12-18 თვეში ჩაანაცვლოს, რაზეც Fitch ფიქრობს, რომ გეგმა საკმაოდ ამბიციურია და სრული  ქსელის განახლება მეტ დროს საჭიროებს.

სარეიტინგო სააგენტო კომპანიის მაღალი უცხოური ვალუტის რისკზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ Silknet-ის  ვალის 66% უცხოურ ვალუტაშია (3Q19), მისი ძირითადი შემოსავალი კი ლარში.

Fitch -ის  მოლოდინით, კომპანიის შემოსავლები მობილური მომსახურებიდან 2020-2022 წლებში, დაბალ, ერთნიშნა ზრდას დაუბრუნდება, 2019 წლის ზომიერი შემცირების შემდეგ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

BAG: აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება

თბილისი (BPI) – ბენზინისა და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 (ოთხი) საკონტროლო …