საქართველოს რკინიგზა, fitch ratings, რეიტინგი, გადაზიდვები, შემცირება, ბიზნესი

Fitch-ი ბანკების TOP-10-ს აფასებს /რეიტინგი/

თბილისი (GBC) – Fitch-მა სექტორის 10 წამყვანი ბანკი შეაფასა, პორტფელის ხარისხის, პრობლემური სესხების მართვის და უზრუნველყოფის შესაძლებლობის ხარისხით. რამდენად შეინარჩუნეს მდგრადობა.

სარეიტინგო კომპანიის  დასკვნით, პრობლემური სესხები მთლიან პორტფელთან 6% -ია  (01.01.2019 -ის მდგომარეობით). რაც მიუთითებს აქტივების ხარისხზე, დადებით ეკონომიკურ ტენდენციებზე და გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე.

Fitch-ი რეგულაციების გამკაცრების შეზღუდვებს ელის, გარკვეუულ პრობლემებს სესხებთან მიმართებაში, თუმცა ამასთან კარგ ეკონომიკურ ზრდის პერსპექტივებს ხედავს.  ამასთან აღნიშნავს, რომ სავალუტო ცვლილებების მიმართ სექტორი უფრო მგრძნობიარეა, რაც საკრედიტო და  გადახდისუნარიანობის მაჩვენებლებზე აისახება. პორტფელის მაღალ დოლარიზაციაზე (57% -01.01.2019-ის მდგომარეობით).

სესხები, გაზრდილი რისკებით ძირითადად ზომიერი იყო, პორტფელთან მიმართებაში – 6.6%. ბაზისბანკის და ქართუს გარდა, 12% -მდე კოეფიციენტით.  Fitch -ის შეფასებით, უმოქმედო სესხების დაფარვა, ზომიერად მიმდინარეობდა,  რაც გირაოს აღსრულების უზრუნველყოფას უკავშირდება. Fitch-იაღნიშნავს, რომ შესაძლოა  საქართველოში მისაკუთრებული ქონების რეალიზაცია რთული იყოს, თუმცა სჯერა, რომ პრობლემური და მაღალრისკიანი სესხების  სრულად უზრუნველყოფას  ბანკების უმრავლესობა შესაძლო დანაკარგების რეზერვიდან შეძლებს.

სესხების შესაძლო დანაკარგებზე,  ყველაზე მეტი, ქართუს აქვს დარეზერვებული. როგორც იცით სებ-ი ბანკებს სესხებზე 100%-მდე რეზერვების შექმნას ავალდებულებს. ყველაზე უარესი კოეფიციენტი აქვს ქართუს -16.4% (რეზერვების შეფარდება მთლიან პორტფელთან)

01.05.2019 01.05.2019  
სესხები (₾) დანაკ. რეზ (000 ₾)  
თიბისი ბანკი 10,222,597,000 -442,930  
საქართველოს ბანკი 9,210,799,000 -440,784  
ლიბერთი ბანკი 1,133,621,000 -111,069  
ვითიბი ბანკი 1,069,908,000 -65,827  
პროკრედიტ ბანკი 1,013,550,000 -33,551  
ბაზისბანკი 887,285,000 -40,879  
ბანკი ქართუ 830,450,000 -135,938  

წყარო:კომერციული ბანკები

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა

თბილისი (BPI) – 9 აგვისტოს, დეველოპერების კონფერენციაზე, კომპანია HUAWEI-მ  ახალი, მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემა HarmonyOS …