FIABCI-Georgia გენერალური ასამბლეის შეხვედრას გამართავს

14 აპრილს 11:30 საათზე უძრავი ქონების საერაშორისო ფედერაციის ეროვნული წამრომადგენლობა-FIABCI-Georgia სასტუმრო ,,ქლოქსში“ გენერალური ასამბლეის 2022 წლის პირველ კვარტალურ შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას დაესწრება ასოციაციის 32 წევრი კომპანია, რომელთა დიდი უმრავლესობა წამყვანი ადგილობრივი დეველოპერული კომპანიები არიან.

გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში FIABCI-Georgia-ს მენეჯმენტი ისაუბრებს ორგანიზაციის მიერ სექტორის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე და მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე წლის განმავლობაში და უმნიშვნელოვანესია უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის. უახლოესი ასეთი ღონისძიებაა FIABCI-ის მსოფლიო კონგრესი, რომელიც 2022 წლის მაისში პარიზში ჩატარდება. ადგილობრივად კი FIABCI-Georgia ოქტომბერში უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებას FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ს გეგმავს.

გენერალური ასამლეის შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდება. მედიისთვის კომენტარები გაკეთდება შეხვედრის დაწყებამდე.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …