EHA 2019-ის დაჯილდოებაზე HUAWEI P30 Pro წლის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის საუკეთესო სმარტფონი – ეს ტიტული  HUAWEI P30 Pro-ს ევროპის ტექნოლოგიების  ასოციაციამ მიანიჭა, რომლის განცახდებითაც, HUAWEI P30 Pro  საუკეთესო სმარტფონია თავის კატეგორიაში.

EHA – ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა.  HUAWEI P30 Pro ევროპის წამყვანი ტექნოლოგიური პუბლიკაციების 100-ზე მეტმა გამოცდილმა გამოცემამ გატესტა, და  საუკეთესო სმარტფონის წოდება მიანიჭა.  აღსანიშნავია, რომ ევროპის ტექნოლოგიის ასოციაციაში შემავალ გამოცემებს, 10 წელზე მეტი ხნის ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ და გამოქვეყნებულ აქვთ 250,000-ზე მეტი სტატია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თემატიკაზე.

მნიშვნელოვანია, რომ შარშანდელ დაჯილდოებაზე საუკეთესო სმარტფონის ტიტული HUAWEI P20 Pro-მ მიიღო, წლევანდელმა გამარჯვებამ კი, საკომუნიკაციო ბაზარზე  ბრენდის რეპუტაცია კიდევ უფრო  გაამყარა. ამ აღიარებით კომპანია HUAWE I  მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს.

ისეთი ინოვაციური ფუნქციებით, როგორიცაა  სუპერსპექტრული სენსორი, სუპერ ზუმის მქონე ოპტიკური  ლინზა და ახალი ToF კამერა, HUAWEI  სხადასხვა წამყვანი რედაქტორს ყურადღების ცენტრში მოექცა. 

“აღფრთოვანებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ HUAWEI-მ კიდევ ერთხელ მიიღო ევროპის ტექნოლოგიის ასოციაციის საუკეთესო სმარტფონის ტიტული. P30 Pro-მ, როგორც საუკეთესო სმარტფონმა ბაზარზე  გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა. აღნიშნული  პროდუქტი უდაოდ ცვლის თამაშის წესებსფოტოგრაფიაში, ”ასე აფასებს  ევროპის ტექნოლოგიის ასოციაცია HUAWEI-ს გამარჯვებას.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …