ევროკავშირი ქართულ ბიზნესს კაპიტალის ბაზრებზე წვდომაში ეხმარება – ახალი შესაძლებლობები ბიზნესისათვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი (EU) აგრძელებენ კერძო კომპანიების მხარდაჭერას საქართველოში კაპიტალის ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის გზით, რათა ხელი შეუწყონ კაპიტალის მოზიდვასა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებას.

კაპიტალის ბაზარზე ეფექტური წვდომა არის ეკონომიკური ზრდის სასიცოცხლო წყარო, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებასა და დასაქმებას. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებენ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი კომპანიების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ, როგორც სავალო ფასიანი ქაღალდების, ისე კაპიტალის გამოშვებას საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე.

დაინტერესებულ კომპანიებს ვიწვევთ დარეგისტრირდნენ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2022 წლის 17 ივნისამდე.

შერჩეული კომპანიები ისარგებლებენ მათზე მორგებული ტრენინგებით და საკონსულტაციო მხარდაჭერით, რათა გაზარდონ მზადყოფნა კაპიტალის ბაზარზე გამოშვებისთვის, ასევე თანადაფინანსების წახალისებით, რათა დაფარონ სავალო ფასიანი ქაღალდების ან კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე განთავსების ხარჯები.

პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდება რამდენიმე საგანმანათლებლო აქტივობა ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის და ბაზრის მონაწილისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას კაპიტალის ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვების შესახებ.

წახალისების მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის შერჩევის პროცესი, ვადები, კრიტერიუმები და პრიორიტეტები, შეგიძლიათ იხილოთ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის ვებგვერდზე: https://bit.ly/3vyi897.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროგრამა გალტ & თაგარტთან და ბიდიო საქართველოსთან ერთად ხორციელდება და მას წინ უძღოდა ბაზრის კვლევა რომელიც შეისწავლის საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე არსებულ ბარიერებსა და პოტენციალს ბაზრის მონაწილეებისგან მიღებული კვლევის შედეგების საფუძველზე.

კვლევამ გამოავლინა რიგი ბარიერები ბაზრის მომავალი განვითარებისთვის, მათ შორის გამოწვევები, რომელთა მოგვარებასაც ეს პროგრამა ცდილობს, როგორებიცაა კაპიტალის ბაზრის პროდუქტებისა და ფინანსური ცოდნის ნაკლებობა, ასევე მაღალი გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯები. კვლევა ასევე აღნიშნავს საქართველოს ბიზნეს სექტორის შთამბეჭდავ ზრდას ბოლო 10 წლის მანძილზე და გამოავლენს ბევრ კომპანიას რომელსაც უკვე აქვს კაპიტალის ბაზარზე პოტენციური გამოშვების აუცილებელი მახასიათებლები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …