მსოფლიოში DDoS-შეტევების რაოდენობა და ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა

მსოფლიოში 2022 წლის პირველ კვარტალში Kaspersky DDoS Intelligence სისტემამ აღმოაჩინა 91 ათას 52 DDoS შეტევა (DDoS – Distributed Denial of Service – „უარი მომსახურებაზე“ ტიპის დანაწევრებული შეტევა), რაც 46%-ით აღემატება 2021 წლის მეოთხე კვარტალში არსებულ სარეკორდო მაჩვენებელს და 4,5-ჯერ მეტია იმავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ამის შესახებ გვაცნობებს „კასპერსკის ლაბორატორია“.

„ამ ზრდის მიზეზი აშკარაა: უკრაინის კონფლიქტმა გამოიწვია კიბერომი, რომელიც არ შეიძლება არ აისახოს სტატისტიკაში.

ამავდროულად, თებერვლის ბოლომდე შედარებით ცოტა შეტევები იყო და რომ არა თვის ბოლოს DDoS აქტივობის ზრდა, წინა კვარტალთან შედარებით კლებასთან გვექნებოდა საქმე. აქ საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბევრი თავდასხმა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ორგანიზებული იყო ჰაქტივისტების მიერ და ხორციელდებოდა პერსონალური მოწყობილობებიდან, რომლებსაც მომხმარებლები ნებაყოფლობით რთავდნენ ბოტნეტთან (მაგალითად, ბრაუზერში სტრესორ-საიტის გახსნით“, – აღნიშნავენ კომპანიის ექსპერტები.

მათი თქმით, გაიზარდა DDoS შეტევების ხანგრძლივობაც: თუ ადრე თავდასხმები წუთებით იზომებოდა, ახლა საშუალო შეტევა საათებით იზომება, ზოგიერთი კი რამდენიმე დღე გრძელდება. ყველაზე გრძელი შეტევა გაგრძელდა 177 საათზე მეტს, ანუ ერთ კვირაზე მეტს.

2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად განიცდიდნენ DDoS შეტევებს (44,34%) შეერთებულ შტატებში არსებული რესურსები. მათი წილი წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით ოდნავ გაიზარდა. მეორე ადგილზე კვლავ ჩინეთია (11,60%), რომლის წილი ასევე ოდნავ გაიზარდა, ხოლო გერმანია (5,06%) მესამეზე ავიდა.

ამავდროულად, პირველ კვარტალში აქტიური ბოტნეტის ბრძანებისა და კონტროლის სერვერების ნახევარზე მეტი, საიდანაც ხორციელდებოდა DDoS შეტევები, მდებარეობდა შეერთებულ შტატებში (55.53%), რაც 9.04 პ.პ.- ით მეტია, 2021 წლის დასასრულთან შედარებით. მეორე ადგილზე გერმანია გადავიდა (8,30%), შემდეგ მოდის ნიდერლანდები (8,09%). მეოთხე და მეხუთე ადგილს იზიარებენ ჩეხეთი (4,68%) და რუსეთი (4,68%).

2022 წლის პირველ კვარტალში DDoS შეტევების შესახებ შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ აქ: https://securelist.com/ddos-attacks-in-q1-2022/106358/

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …