ქართული დაფნა – გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს შეიძენს

„ქართული დაფნა“ სხვა ქვეყნებში წარმოებული დაფნისგან გამოირჩევა არომატის განსაკუთრებული დახვეწილობითა და უნიკალურობით. ქართული დაფნის განსაკუთრებულობა შედეგია ისეთი ფაქტორების ერთობლიობის, როგორებიცაა: ადგილობრივი აგროკლიმატური პირობები, დაფნის მოყვანისა და გადამუშავების ტრადიციულთან შეხამებული თანამედროვე მეთოდები, მცენარეებში დროში განვითარებული გენეტიკური თავისებურებები“ – წერია იმ განაცხადის მასალებში, რომელიც „ქართული დაფნის“ რეგისტრაციის მოთხოვნისთვის საქპატენტში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა.
🟢 იმ საქონლის დასახელებაა, რომლისთვისაც სამინისტრომ მოითხოვა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია სანელებელი – დაფნა. საქპატენტის ექსპერტიზის მიერ „ქართული დაფნის“ რეგისტრაციაზე გამოტანილია დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც პროცედურის თანახმად დღეს გამოქვეყნდა სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. ასევე, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა ქართული დაფნის რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი განაცხადის მასალები. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით საქპატენტში არ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, „ქართული დაფნა“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მქონე პროდუქტი გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატება.
➡️ გაეცანით სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის მე-10(589) გამოცემას და მიიღეთ ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ: https://tinyurl.com/4hfpd43w

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …