CROSTY სასაქონლო ნიშნების დაცვას განაგრძობს

საქპატენტმა კომპანია „ქროსთი გლობალ”-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ სასაქონლო ნიშნებზე „CROSTY“ და „თავისუფლება“ მე-9, მე-14, მე-18 და 26-ე კლასის საქონლისთვის დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
🔷 CROSTY„ქროსთი გლობალმა“ ორივე სასაქონლო ნიშანი 2018 წელს 25-ე კლასის საქონლისთვის დაარეგისტრირა. წელს აღნიშნულმა კომპანიამ საქპატენტში, ნიშნების დარეგისტრირება საქონლისა და მომსახურების კიდევ ოთხი კლასისთვის მოითხოვა, რაც მისი საქმიანობის გაფართოებას გულისხმობს. ძირითად ხაზთან ერთად, რომელიც მოიცავს 25-ე კლასის საქონელს (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი), კომპანია სასაქონლო ნიშანს ასევე გამოიყენებს დამატებითი აქსესუარებისთვის: საათების, ჩანთების, მობილური ტელეფონების ჩასადები ბუდეებისა და სხვა საქონლისთვის.
🔘⚫️ განმცხადებელს, საქპატენტში სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისას, უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, ნიცის კლასიფიკატორის 45 კლასიდან, რომელი კლასის საქონლისა და მომსახურებისთვის სურს მისი რეგისტრაცია.
➡️ უფრო ვრცლად, ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის მიმდინარე წლის N3(582) ნომერში: https://tinyurl.com/2p97rmx7

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …