COVID-19-ის შემთხვევების მატება, შენელებული ვაქცინაციის პროცესი და არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ეკონომიკური აქტივობისთვის რისკს წარმოადგენს – თიბისი კაპიტალი

COVID-19-ის შემთხვევების მატება, შენელებული ვაქცინაციის პროცესი და არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ეკონომიკური აქტივობისთვის რისკს წარმოადგენს, – აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ მიმოხილვაში. “თიბისი კაპიტალში” განმარტავენ, რომ როგორც ჩანს, საბაზო სცენარით 2021-ის ზრდა დაახლოებით 1 პპ.- ით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ამას ადრინდელი, 10.5%-იანი სცენარი ითვალისწინებდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში ეკონომიკა წ/წ 6.9%-ით გაიზარდა. მართალია, წლიური ზრდის მაჩვენებელი წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა აღნიშნული გასული წლის მაღალ საბაზო ეფექტს ასახავს. ეკონომიკის აღდგენის ტემპი კვლავ ძლიერი იყო და 2019-ის დონესთან შედარებით ზრდამ დაახლოებით 6.2% შეადგინა.

წლიურ ზრდაში ფისკალური კომპონენტის უარყოფითი კონტრიბუცია, რაც მიმდინარე წლის ივნისიდან შეინიშნება, სექტემბერშიც გაგრძელდა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა აღნიშნული ეფექტის დასაბალანსებლად კვლავ საკმარისი აღმოჩნდა. სექტემბერში ექსპორტის, იმპორტისა და ფულადი გზავნილების წლიური ზრდაც ნორმალიზებაზე მიუთითებდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძლიერი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც შესაბამისი მაჩვენებლები 2019 წლის დონესთან შედარებით ძლიერი იყო. საგარეო სექტორის მსგავსად, მაღალმა საკრედიტო აქტივობამ ზრდაზე დადებითად იმოქმედა.

სექტორების კუთხით, ზრდა გასული თვის მსგავსი იყო, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მშენებლობაშიც ზრდა დაფიქსირდა და, შესაბამისად, შემცირებული აქტივობა მხოლოდ სამთომოპოვებით სექტორში შეინიშნებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ბორდს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს …