Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსახურებას იწყებს

თბილისი (BPI) – Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსხურებას იწყებს.
კომპანიის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს უსაფრთხო გარემოს შექმნას და შენარჩუნებას, სწორედ ამიტომ, მისი ახლად დანერგილი მიმართულება მოიცავს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული კვლევის, შეფასებისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის აუდირების კომპონენტებს. აღნიშნული სერვისები დაეხმარება ბიზნეს სუბიექტებს სპეციალიზირებული გარემოსდაცვითი კვლევების საფუძველზე დაგეგმონ პროექტები, შექმნან მათი დიზაინი და გამოიყენონ სისტემური მიდგომები როგორც პროექტის მშენებლობის, ისე საოპერაციო ეტაპებზე შემდეგი მამრთულებებით:
• გარემოზე ზემოქმედების შეფასება
• გარემოსდაცვითი აუდიტი
• გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებები
• მარეგულირებელი და საკანონმდებლო შესაბამისობა
• ნარჩენების მართვა
• მდგრადობა და ენერგეტიკული გადაწყვეტილებები
სწორედ ამიტომ, დარგები, რომლებიც ახალი სერვისის არეალს დაფარავს, მულტისექტორულია და მოიცავს: დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, სამთო მომპოვებელი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა ეკონომიკურ სექტორებს. ჩამოთვლილ სექტორებში ოპერირებად კომპანიებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ კოლიერსის გარემოსდაცვითი სპეციალისტების საერთაშორისო გუნდის სერვისით. აღსანიშნავია, რომ სერვისების მიწოდებაში ჩართულები იქნებიან: ეკოლოგები, გელოგები, ჰიდროლოგები, ეკონომისტები და დარგის სხვა პროფესიონალები, მათ შორის ფინეთისა და ინგლისის
კოლიერსის წარმომადგენლებიც, რომელშიც გარემოსდაცვითი მიმართულება არაერთი წელია
სამაოდ კარგადაა განვითარებული.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრაქტიკის საქართველოში დანერგვა უზრუნველყოფს მდგრადი პრაქტიკის შექმნას, რომელსაც ამბიცია აქვს გარემოსდაცვითი ხარისხსა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე და მომხმარებელთა ნდობის მოპოვებაზე, შესაბამისად კომპანიებს უკვე შეუძლიათ დაგეგმონ და განავითარონ საკუთარი საქმიანობა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად, მიიღონ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევითი და შეფასებითი მომსახურება და მასთან დაკავშირებული იურიდიული ხასიათის მხარდაჭერა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.

შემთხვევითი სიახლე

“შერატონში“ ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

თბილისი (BPI) – სასტუმრო „შერატონში“ იტალიური ბრენდის – ტონინო ლამბორგინის (Tonino Lamborghini) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. …