CEPI-ს თავმჯდომარე ნონა მამულაშვილი Rumsfeld-ის პროგრამის გამარჯვებულია

თბილისი (BPI) – კავკასიის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ნონა მამულაშვილი რამსფელდის ცენტრალური აზია-კავკასიის 2019 წლის შემოდგომის პროგრამის გამარჯვებულია.

ნონა მამულაშვილი არის კორპორატიული ცვლილებების შემქმნელი, ვისაც სჯერა, რომ კორპორაციებს შეუძლიათ სოციალური გავლენის მოხდენა. ის წინააღმდეგობის დაბრკოლებების გადალახვაში ბიზნეს ლიდერია, აქვს სტრატეგიული დაგეგმვის გამოცდილება კულტურულ და ბიზნესის ტრანსფორმაციაში.

ნონას აქვს 10 წელზე მეტხნიანი სამუშაო გამოცდილება კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებში. ნონა მამულაშვილი ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (საქართველო), ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დიპლომატიურ კვლევებში მაგისტრის ხარისხს (ლონდონი/დიდი ბრიტანეთი), ასევე აქვს სორბონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი არაბულ და ისლამურ კვლევებში (პარიზი/საფრანგეთი), არის სორბონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი (საფრანგეთი/აშშ).

ნონა მამულაშვილი არის საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში.

მას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ისეთ წამყვან საერთაშორისო კორპორაციებში, რომლებიც შედიან Forbes-ის ტოპ 500 კომპანითა ჩამონათვალში. ასევე იყო Pfizer– ის რეგიონალური ბაზრის დირექტორი და ქვეყნის მენეჯერი კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში.

ნონა მამულაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან, 2005-2007 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ანალიტიკური ჯგუფის უფროსი მრჩეველი, მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო პოლიტიკური ანალიტიკოსი.

რამსფელდის ცენტრალური აზია-კავკასიის საუნივერსიტეტო პროგრამა მოიცავს მაღალი დონის შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში თანამონაწილეებს საშუალება იურთიერთონ პოლიტიკის შემქმნელ პირებთან, ბიზნეს ლიდერებთან, ჟურნალისტებთან, აკადემიკოსებთან, სამხედრო პერსონალთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და რეგიონულ ექსპერტებთან. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ როგორ მუშაობს აშშ-ს საჯარო და კერძო სექტორი. პროგრამა ასევე მოიცავს პროფესიული განვითარებისა და ქსელის შექმნის შესაძლებლობებს.

კავკასიის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის (CEPI) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის მხარდაჭერა კანონის უზენაესობის, თავისუფალი მეწარმეობის, მთავრობის შეზღუდული როლის და ინდივიდუალური თავისუფლების, კერძო საკუთრების უფლებების, ჯანსაღი კონკურენციის და ძლიერი კერძო სექტორის პრინციპების დაცვით. CEPI-ს მიზანია დაამკვიდროს და განავითაროს კავკასიის ცვალებად და ტურბულენტურ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობაში ახლებური, ინოვაციური მიდგომა პოლიტიკის ანალიზში, რომელიც დაეფუძნება ეკონომიკურ აზროვნებასა და რაოდენობრივი ინდიკატორების ანალიტიკას.

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ბანკებს ქალის ხელი აკლია – სებ-მა ასე გადაწყვიტა

თბილისი (BPI) – “ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების …