1-ლი მაისიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს განახლებული ტარიფებით მოემსახურება

ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ვიზიტორებს, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან, განახლებულ ტარიფებს სთავაზობს.
როგორც ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბოტანიკური ბაღის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების, ამოცანებისა და მიზნების განსახორციელებლად, საჭირო გახდა სულ უფრო მეტი ფინანსური რესურსი. არსებული ფინანსური მდგომარეობით, ბოტანიკური ბაღი ვერ განახორციელებდა და ვერ უზრუნველყოფდა დასახული ამოცანების შესრულებას.
“ბაღის ძირითადი შემოსავლები საკმარისია მხოლოდ სხვადასხვა სახის სახელმწიფო შესყიდვებისა და ტერიტორიის მოვლა-პატრონობითი საქმიანობისათვის, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებზე მორგება, ტურისტული მარშრუტების სრულყოფა და ცალკეული განყოფილებების კეთილმოწყობა, გოდერძის ალპური ბაღი და ზოოლოგიური განყოფილება, საჭიროებდა დამატებით ფინანსურ რესურსებს. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა კოვიდპანდემიის შედეგად ის ფინანსური დანაკარგი, რაც ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2 წლის განმავლობაში განიცადა”, – აცხადებენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.
🔰მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ყველა კატეგორიის საქონელზე და მომსახურების შესყიდვაზე ფასების ზრდამ, საბოლოოდ, გამოიწვია გაწეული მომსახურების არსებული ტარიფების გაზრდა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
✅ ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ძირითადი ფასი განისაზღვრა 20 (ოცი) ლარის ოდენობით;
✅ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შეღავათიანი ტარიფები:
🔹 ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე განისაზღვრა (იდენტიფიცირებით) 10 (ათი) ლარის ოდენობით;
🔹საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი განისაზღვრა 5 (ხუთი) ლარის ოდენობით (იდენტიფიცირებით);
🔹საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე – პენსიონრებისთვის, ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი განისაზღვრა – 5 (ხუთი) ლარით (იდენტიფიცირებით);
🔹საქართველოში აკრედიტებული სკოლების მოსწავლეებისათვის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი განისაზღვრა 2 (ორი) ლარით (იდენტიფიცირებით);
🔹ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია, ბოტანიკურ ბაღში ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების შემომყვანი ტურისტული სააგენტოების, კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს ფასდაკლება ძირითადი ტარიფის არაუმეტეს 15%-ისა;
🔹ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია, Batumi Card-ის მფლობელებს მისცეს ძირითადი ტარიფის (20 ლარის)
20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება;
✅ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, რამდენიმე დღეს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უფასოდ დაუშვას საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირები (იდენტიფიცირებით) ეს დღეებია:
🔹1-2 იანვარი (ახალი წლის სადღესასწაულო დღეები);
🔹26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე);
🔹1 ივნისი (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე);
🔹,,ბათუმობა“ (წლის კალენდარის მიხედვით);
🔹კამელიების გამოფენა (ერთი დღით);
🔹ბამბუკების გამოფენა (ერთი დღით);
🔹ვარდების გამოფენა (ერთი დღით);
🔹ხილისა და ციტრუსების გამოფენა (ერთი დღით);
🔹გირჩების გამოფენა (ერთი დღით);
✅ბოტანიკური ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) უფლებამოსილია გარდა, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა და გამოფენებისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით, უმასპინძლოს დამატებით სხვადასხვა შინაარსის თემატურ გამოფენებს.
✅ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულმა პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობა მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვები და იმ ოჯახის წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 (ას ოციათასი)
✅აღნიშნული შეღავათი დაშვებული იქნება სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში (იდენტიფიცირებით);
ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უფასო დაშვების უფლებით ისარგებლებენ იმ დაწესებულებათა ჯგუფები, რომელთანაც ბოტანიკურ ბაღს აქვს გაფორმებული მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარები, სტუდენტ- ლექტორთა ის ჯგუფები, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას, ბაღის სხვადასხვა პროექტებში ჩართული მოქალაქეები, საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეები, ოფიციალური სტუმრები და დელეგაციები, რომელთა ბაღის ტერიტორიაზე დაშვების საკითხს ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) მიიღებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებით;
✅ სააბონენტო ტარიფები:
🔹ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება, საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე
(იდენტიფიცირებით), ერთ ადამიანზე განისაზღვრა 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით
(მფლობელის იდენტიფიცირებით);
🔹ერთვიანი აბონიმენტის ღირებულება საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) (1+1) განისაზღვრა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით (მფლობელის იდენტიფიცირებით);
🔹ერთთვიანი აბონიმენტის საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) (1+2) ღირებულება განისაზღვრა 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (მფლობელის იდენტიფიცირებით);
✅ექსკურსიამძღოლის მომსახურება:
🔹ბოტანიკურ ბაღში ექსკურსიამძღოლის მომსახურების (არაუმეტეს 1,5 საათი)
ღირებულება განისაზღვრა 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით;
🔹ბოტანიკურ ბაღში, ელექტროავტობუსის ექსკურსიამძღოლის მომსახურების არაუმეტეს 40 (ორმოცი) წუთის ღირებულება განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
✅ელექტროავტობუსის მომსახურება:
🔹ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უღელტეხილიდან ან/და „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე ერთი დამთვალიერებლის გადაყვანა, საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) ერთი მიმართულებით განისაზღვრა 5 (ხუთი) ლარის ოდენობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 10 (ათი) ლარის ოდენობით;
🔹ინდივიდუალური მომსახურება, რომელიც გულისხმობს არაუმეტეს 5 (ხუთი) ადამიანის მიერ არაუმეტეს 1 (ერთი) საათით ელექტროავტობუსის ინვიდუალურ გამოყენებას, ბაღის ძირითადი ტურისტული მარშრუტის დათვალიერების მიზნით, მისი ღირებულება განისაზღვრა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
✅ბათუმის ბოტანიკური ბაღის სხვადასხვა სახის მომსახურებები:
🔹ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე საქორწილო მაყრიონის დაშვების ღირებულება
განისაზღვრა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
🔹ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში არსებულ სარიტუალო პოდიუმზე, საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
🔹ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ღამისთევის საფასური 18 საათიდან მეორე დღის დილის 10 საათამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) ერთ ადამიანზე განისაზღვრა (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
🔹ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ღამისთევის საფასური 18 საათიდან მეორე დღის დილის 10 საათამდე პერიოდში, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ერთ ადამიანზე განისაზღვრა (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
🔹ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კორპორატიული პიკნიკის მოწყობის ღირებულება საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე (იდენტიფიცირებით) ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) განისაზღვრა
15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
🔹ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კორპორატიული პიკნიკის მოწყობის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, ერთ პირზე (დათვალიერების საფასურის ჩათვლით) განისაზღვრა 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
🔰ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრიორიტეტი არის და იქნება, საზოგადების ინტერესებზე მორგებული სატარიფო სისტემა და სხვადასხვა მომსახურება.
🔰ბაღის ადმინისტრაცია და ყველა სტრუქტურული ერთეული – ღირსებით, მტკიცე მრწამსით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით გაჯერებული, ახალ, ლამაზ ფურცელს შლის ბოტანიკური ბაღის საუკუნოვან ისტორიაში და დღითი-დღე ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო ბოტანიკური ბაღების თანავარსკვლავედში.
🔰აქვე, შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მისიაა ხელი შეუწყოს მცენარეთა კოლექციის ბაღში თავმოყრას, მის დოკუმენტირებას და გამოყენებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებით, უზრუნველყოს საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა კონსერვაცია, დაცვა და შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის”, აღნიშნულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებაში.
🔰2022 წლის 3 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დაარსებიდან 110 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში ბევრი საინტერესო კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …