BAG-ში ნავთობპროდუქტების ხარისხზე იმსჯელეს

თბილისი (BPI) – ქვეყანაში რეალიზებადი ნავთობპროდუქტების ხარისხი, დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეხვედრის მთავარი სასაუბრო საკითხი იყო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილსა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის სფეროში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ ლაბორატორიებს.

შეხვედრაზე განხილეს საწვავის ხარისხის მოქმედ საკონტროლო ნორმებში, ახალი კომპონენტების დამატების შესაძლებლობის საკითხი. აღინიშნა, ლაბორატორიების მხრიდან საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესში სინჯების პასუხის ოპერატიულობის მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო, ცოტა ხნის წინ საწვავის ხარისხის შესაბამისობის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობას.

„საწვავის ხარისხს აქვს უდიდესი მნიშვნელობა გარემოზე ზემოქმედების კუთხით, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასთან და ქვეყნის ეკოსტრუქტურასთან. მისასალმებელია, რომ სამინისტროსთან ჩამოყალიბდა თანამშრომლობის უაღრესად კონსტრუქციული ფორმატი. დღევანდელი შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ყველა მონაწილე მხარისათვის. დარწმუნებული ვარ, სამინისტროსა და ლაბორატორიების წარმომადგენლებს შორის გამართული პირდაპირი დიალოგი არის სწორი გზა სამომავლო სტანდარტებისა და პრინციპების ჩამოსაყალიბებლად“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ.

შემთხვევითი სიახლე

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 …