BAG-ი USAID-ის ორგანიზებულ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას მასპინძლობს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას მასპინძლობს.

USAID/Georgia ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საჭიროებაზე მორგებული მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში, მასპინძლობს პირველ სასწავლო კურსს ბიზნეს ასოციაციებისთვის. 5 დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენერებისგან ორგანიზაციის მდგრადი განვითარების საკითხებზე. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვა, ორგანიზაციული მართვა, წევრობის სისტემები, ადვოკატირება, კომუნიკაციები და სხვა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრების ინტერესების დაცვის კუთხით. მოხარულნი ვართ, რომ BAG-USAID-ის თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. აღნიშნული კურსი საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციებისთვის ძალიან ღირებული იქნება. ვფიქრობ, საქართველოში არსებული მცირე და განსაკუთრებით სექტორული ასოციაციებისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის“ – განაცხადა BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო

თბილისი (BPI) – Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. …