BAG-ი ბიზნეს სექტორს მიმართავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას და ბიზნეს სექტორს მიმართავს განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიებში ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს, ზედმიწევნით იქნეს დაცული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, განსაკუთრებით  თერმოსკრინინგის, პირბადის ტარებისა და დეზინფექციის ნაწილში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით „უმნიშვნელოვანესია,  რომ ბიზნეს ოპერატორის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, კომპანიაში ინფიცირების თითოეული შემთხვევის  გამოვლენისას, არ დაველოდოთ ინფიცირებულის უახლოესი სამსახურებრივი  კონტაქტების ტესტირების შედეგებს და  მყისიერად მოვახდინოთ მათი იზოლირება სამუშაო პროცესისაგან, რათა საჭირო არ გახდეს ორგანიზაციაში უფრო მასშტაბური შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რაც დააზარალებს ჩვენს ბიზნესებს“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.

შემთხვევითი სიახლე

კრედო ყველაზე შემოსავლიანი ბანკების სამეულშია

საბანკო სექტორმა იანვარ-სექტემბერში საკომისიოებიდან 375 მლნ ლარის შემოსავალი  მიიღო. სექტემბერში  90 მლნ-ით გაზარდა. სესხებიდან საპროცენტო …