BAG-ის ინიციატივით მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით საქართველოს მთავრობის წევრებთან დისტანციური შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს მთავრობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წარმოადგენდნენ. შეხევდრაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი.

დისტანციური შეხვედრის მსვლელობისას, რომელშიც 130-მდე კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩართული, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებსა და ამ შეზღუდვების კორექტირების შესაძლებლობას.

საქართველოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ დაწესებული შეზღუდვები არის დროებითი და ემსახურება მოაქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. აქედან გამომდინარე, ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც წარმოადგნენ საკმარის დასაბუთებას, რომ მათი საქმიანობა შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სპეციალურ გაიდლაინებს, ექნებათ ოპერირების შესაძლებლობა. საუბარი შეეხო არასასურსათო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვებს, მშენებლობებსა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობას, მოქმედი წარმოებების მიწოდების ჯაჭვში არსებულ საწარმოებს და ა.შ.

„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ბიზნესისთვის, ასევე თავად მთავრობის წევრებისთვის, რადგანაც ამ არაორდინარულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისას წარმოუდენლად რთულია გაითვალისწინო ყველა ის წვრილმანი, რომელიც ბიზნესის საქმაიონობისას თან ახლავს. შესაბამისად, დღეს ბიზნესის მხრიდან გაჟღერებული პრობლემები და გაზიარებული მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება თავად მთავრობის წევრებისთვის, რათა ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც მაქსიმალურად მოხერხდეს ჩვენი წევრი კომპანიების ბიზნეს ინტერსების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …