8-მეტრიანი ISUZU-ს ავტობუსი პირველად წყნეთში გამოჩნდება

თბილისი (BPI) – წყნეთიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N34 ყვითელი ავტობუსები ახალი, ISUZU-ს მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

ხელშეკრულების თანახმად, ISUZU-ს მარკის ავტობუსების თბილისისათვის მოწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამჟამად N34 მარშრუტზე 12 ერთეული ავტობუსი მუშაობს.

შემთხვევითი სიახლე

რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის მეწარამეობის ახალი პროგრამა იწყება

თბილისი (BPI) – USAID YES-Georgia Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ციკლს იწყებს. …