8 თვეში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – აგვისტოში ეკონომიკის ზრდის ტემპი მცირედით შენელდა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, 2019 წლის რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5%-ით განისაზღვრა.

ივლისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6,1% იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

კლებაა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტები საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) განხორციელებული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების …