3-წლიანი პატიმრობა – სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო

თბილისი (BPI) – ევროპულის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ადანაშაულებს.

უზენაესი სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია:

“გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის (მითვისება/გაფლანგვა) მე-2 ნაწილის „დ“ ( სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა” – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

იქვე მითითებულია:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გ. ს; გ. უ; დ. ა; ა. თ; და დ. ა. მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა”.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …