24 ნოემბერს მდგრადი დაფინანსების ფორუმი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, თანამშრომლობით 24 ნოემბერს მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლებს. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში გაიმართება. ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მდგრადი დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ IFC-ის ექსპერტები, SBFN-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროპისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და კაპიტალის ბაზრის მარეგულირებლები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …