ბათუმი, მერია, ბიუჯეტი, ხარჯები, ინფრასტრუქტურა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 18 683.9 მლნ ლარით განისაზღვრა

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია  750.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის:
•    შემოსავლები – 13 930.2 მლნ ლარი (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 681.1 მლნ ლარით);
საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 13 071.4 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 008.8 მლნ ლარით, მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 857.1 მლნ ლარით და განისაზღვრება 4 262.1 მლნ ლარით;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 408.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 359.2 მლნ ლარის ოდენობით;
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 613.1 მლნ ლარით და განისაზღვრება 5 359.7 მლნ ლარის ოდენობით;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 76.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 876.9 მლნ ლარის ოდენობით;
იმპორტის  გადასახადის  საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 84.1 მლნ ლარით (იზრდება 4.1 მლნ ლარით);
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 129.4 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 49,4 მლნ ლარით).

სხვა შემოსავლების პროგნოზი 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 130.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 670.0 მლნ ლარის ოდენობით.
2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირება გამოწვეულია მიმდინარე წელს ერთჯერადი ხასიათის შემოსავლების შემცირებით, კერძოდ: მიმდინარე წლის დასაწყისში ბიუჯეტის ანგარიშებზე იყო 1,7 მლრდ ლარამდე ნაშთი, რომლის კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსება ბიუჯეტს აძლევდა დამატებით შემოსავალს. აღნიშნული თანხების დიდი ნაწილის გამოყენება დაიგეგმა 2021 წელს, შესაბამისად შემცირდება საპროცენტო შემოსავლებიც. 2021 წელს გათვალისწინებულია დივიდენდის მიღება სახელმწიფო ელექტროსისტემიდან, ასევე მაღალი შემოსავლებია დაგეგმილი ბუნებრივი რესურსების ლიცენზიების გაცემიდან, რაც მომდევნო წელს აღარ არის გათვალისწინებული და შესაბამისად შემცირებულია ამ სახეებიდან მისაღები შემოსავლები;
    გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები განისაზღვრება 188.8 მლნ ლარამდე, მათ შორის:
    საბიუჯეტო გრანტების ფარგლებში მისაღები შემოსავლები შეადგენს 71.2 მლნ ლარამდე.
    საინვესტიციო გრანტები შეადგენს 47.6 მლნ ლარამდე;
    სსიპ-ების მიერ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადმოსარიცხი თანხები შეადგენს 70.0 მლნ ლარამდე;

•    არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200.0 მლნ ლარს;
•    ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრება 150.0 მლნ ლარის ოდენობით;
•    ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრება 4 403.8 მლნ ლარის ოდენობით მათ შორის:
    საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 300.0 მლნ ლარს.
    საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 903.8 მლნ ლარს;
    საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს            1 200.0 მლნ ლარს.
ამავდროულად ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 230,0 მლნ ლარის ოდენობით, შესაბამისად ვალდებულებების წმინდა ზრდა 3 173,8 მლნ ლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …