2022 წლის მაისში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში პირველად 2019 წლის დონის 62.3%-ს მიაღწია – გალტ & თაგარტი

2022 წლის მაისში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში პირველად მიაღწია 2019 წლის დონის 62.3%-ს, ამის შესახებ საუბარია  გალტ & თაგარტის  კვირის მიმოხილვაში. გალტ & თაგარტის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა მაისში, რომელმაც 2019 წლის მაისის 28.6% შეადგინა, რაც 12.6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (ამ ტიპის ვიზიტორები მთლიანი ვიზიტორების საშუალოდ 30%-ს შეადგენდა 2019 წელს). ამრიგად, 2022 წლის მაისში 319.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+205.3% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (18.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება რუსეთი (16.1% წილი) და სომხეთი (13.3% წილი). ამასთან, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (59.0%-იანი წილი), რასაც მოჰყვა საჰაერო გზით შემოსვლა (40.1%-იანი წილი). ჯამურად 2022 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოს 0.9 მილიონი ტურისტი ეწვია (+213.8% წ/წ, 2019 წლის პირველი 5 თვის 54.8%) და ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა 833.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+370.1% წ/წ, 2019 წლის პირველი 5 თვის 74.6%).

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული …