2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე -კოვზანაძე

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას იხილავენ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველო დღეს 2 მთავარი გამოწვევის წინაშე დგას, ერთი- კოვიდინფექცია და მეორე – მაღალი ინფლაცია და ლარის კურსია. აქედან გამომდინარე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2022 წლის ბიუჯეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება და ის უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი.

„ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებას – 6.9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია ჯობია დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით უნდა დავფიქრდეთ იმაზეც თუ ასიგნებების ნაწილში რა შედეგს მოგვიტანს ეს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღეს სრულდება საბიუჯეტო პროცესის პირველი ეტაპი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შეაჯამებს გამოთქმულ შენიშვნებს, რეკომენდაციებს, მოსაზრებებს და მთავრობას პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება.

„5 ნოემბრამდე მთავრობა პარლამენტში წარმოადგენს გადამუშავებულ ვერსიას. ვიმსჯელებთ მასზე და საბოლოო ვერსია ჩვენ გვექნება დეკემბერში.ძალიან შრომატევადი პროცესი გველის წინ“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ .

 

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …