2021 წლის მონაცემებით მობილური აბონენტების რაოდენობა 5.55 მილიონია – ComCom

საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია ბოლო ხუთი წლის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებელზეა და 160%-ს შეადგენს. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის ბოლოს 5.55 მლნ შეადგინა. აბონენტების რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იციან ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებენ.

2021 წელს აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 42%, „სილქნეტი“ – 33%, ხოლო „ბილაინი“ – 25%.

2021 წელს მობილურ კავშირზე „მაგთიკომის“ ერთმა აბონენტმა თვეში საშუალოდ 10.9 ლარი დახარჯა, „სილქნეტის“ აბონენტმა – 10.1 ლარი, ხოლო ყველაზე ნაკლები 6.8 ლარი „ბილაინის“ აბონენტმა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …