ZagrebRO 0010

2021 წელს EBRD-მა საქართველოში 295 მლნ ევროს ოდენობის ინვესტია განახორციელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წელს მხარი დაუჭირა საქართველოს ეკონომიკას 295 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცის განხორციელებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ხაზების მეშვეობით ადგილობრივი ბანკებისთვის და ვაჭრობის დაფინანსების მხარდაჭერით.

ბანკის საქმიანობის ძირითადი ფოკუსი კვლავ კერძო სექტორია, რაც საქართველოში დაგროვილი ინვესტიციების 79 პროცენტს წარმოადგენს.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში განაცხადა: „EBRD-ის გუნდმა ძალზედ ნაყოფიერად იმუშავა და დაეხმარა კლიენტებს უფრო ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში Covid-19 პანდემიის ზეგავლენის პასუხად.

ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ადგილობრივი პარტნიორი ბანკებისათვის დაფინანსების უზრუნველყოფას კერძო სექტორისთვის ქვესესხების გაცემისა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის. საბანკო სექტორისადმი ჩვენმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო კომპანიებისათვის დაფინანსებაზე წვდომას ევროკავშირის (EU) დამატებითი სტიმულირების გრანტებით საქართველოში. ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტიცია ენერგეტიკულ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში“.

ასევე წლის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა EBRD-ის მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერა. EBRD-მა 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა სახელმწიფო საწარმოს, საქართველოს რკინიგზის მიერ პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაში.

EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის ფარგლებში, ბანკმა დააფინანსა თბილისის მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელის, ასევე მყარი ნარჩენების შემგროვებელი სატრანსპორტო პარკის მოდერნიზაცია ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. EBRD-მა განაგრძო ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისების განახლების მხარდაჭერა დამატებით თანამედროვე ავტობუსების შეძენის დაფინანსებით.

ბანკმა ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკურ მდგრადობას პარტნიორი ბანკების ლიკვიდურობის დაფინანსებით, სასიცოცხლო სავაჭრო ნაკადების შენარჩუნებლად. მხოლოდ საქართველოში, EBRD-მა მხარი დაუჭირა 49.2 მილიონი ევროს ღირებულების ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩართული იყო სამი ადგილობრივი პარტნიორი ბანკი.

EBRD-მა კიდევ უფრო გააძლიერა მხარდაჭერა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (SMEs) კომერციული ბანკებისთვის 60 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფით ადგილობრივი ბიზნესებისთვის ქვესესხების გაცემის მიზნით ინვესტიციებისათვის, რომლებიც ხელს უწყობენ აღდგენასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ბანკი ასევე უზრუნველყოფდა ბიზნეს კონსულტაციებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის 76 საკონსულტაციო პროექტის განხორციელების საშუალებით, რომ კომპანიების საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და რომ მათი საქმიანობა გაფართოვდეს და გაძლიერდეს კრიზისის დასაძლევად. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ქალთა ხელმძღვანელობით მომუშავე ან მათ მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე, გადამზადდა 177 ქალი მეწარმე და მენეჯერი.

ბანკმა განაგრძო EU-EBRD Digital RE4M პროგრამის განხორციელება, რომელიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად. საქართველოში ეს მხარდაჭერა გულისხმობს რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებას, რომელსაც აფინანსებს სამხრეთ კორეა, პროგრამა ქალები ბიზნესში (დაფინანსებულია შვედეთისა და ევროკავშირის მიერ).

ინვესტიციებთან ერთად, EBRD განაგრძობდა პოლიტიკის გარშემო დიალოგში მონაწილეობას. ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის წარმართვაში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. მან ასევე უზრუნველყო ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.

გარდა ამისა, EBRD-მა განაგრძო ძალისხმევა გენდერული ჩართულობის გასაძლიერებლად პროექტებში, რაც ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სოფლად.

2021 წელს EBRD-მა ასევე დაამტკიცა ქვეყნის ახალი სტრატეგია მომდევნო ხუთი წლისთვის. სტრატეგია ასახავს ბანკის ოპერაციების ძირითად პრიორიტეტებს, რომლებიც მოიცავს: (i) ეკონომიკის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას გაზრდილი კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის გზით; (ii) თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას მეტი ჩართულობისა და დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების გზით; (iii) მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების ხელშეწყობას მომატებული ინვესტიციების და უკეთესი მმართველობის გზით.

მთლიანობაში, EBRD-ის ოპერირების ქვეყნებში, გასულ წელს მწვანე დაფინანსებამ მიაღწია რეკორდულ 5,4 მილიარდ ევროს, ანუ 10,4 მილიარდი ევროს მთლიანი ბიზნეს მოცულობის 51 პროცენტს.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …