2021 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 5.6%-ითაა გაზრდილი

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს გაცემულია 10 095 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი) 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი). ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 29.5 პროცენტი – ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონზე, ხოლო 9.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10.0 პროცენტით მეტი).

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …