2020 წელს მშპ-ს მაჩვენებელმა 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა

2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (50.5 პროცენტი), აჭარის ა.რ. (8.9 პროცენტი), იმერეთი (8.4 პროცენტი), ქვემო ქართლი (8.0 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (6.4 პროცენტი).

ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (22.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.8 პროცენტი) და მშენებლობა (11.5 პროცენტი). აჭარის ა.რ. რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (16.2 პროცენტი), მშენებლობა (14.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.1 პროცენტი) წარმოადგენს. იმერეთში, ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (14.0 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (12.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12.2 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (25.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.3 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.9 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …