ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვაზე,  ფინანსთა მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა და ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰკითხა, თუმცა მაჭავარიანმა დაუზუსტებელი პასუხი გასცა. სასესხო კოეფიციენტები რომ არ გადაიხედება, ეს ზუსტად იცის, მაღალი ინფლაციის გამო.

ჭერზე, ლარზე , ინფლაციაზე, კურზე, სასესხო რეგულაციების შენარჩუნებაზე, გადახედვის პერსპეტივებზე, – პარლამენტში კითხვებს სებ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირას უპასუხებს. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის  განხილვის დადასტურებულ სხდომაზე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

სებ-ი ბანკების ასოციაციას >₾4 000 შემოსავლიანებისთვის დოლარის სესხის ხელმისაწვდომობაზე რამფენიმე კვირაა უკვე ესაუბრება. ბანკების ლობს  ოპტიმალური გადაწყვეტილების იმედი აქვს.

მინისტრმა იპოთეკური სესხებზე მოწყვლადი კლიენტებისთვის, თავის დროზე  ზღვრის დაწესების მიზანშეწონილობაზე განაცხადა. ფულზე ხელითუ არ მიუწვდებოდათ, ვალდებულებაც წარმოიქმნებლოდა  და არც გასტუმრების რისკი.

ინფლაციის ზრდაში და კურსის  გაუფასურებასი საესხო რეგულაციების ნეგატიურ წვლილს გამორიცხავს.   კი საერთოდ რეგულაცია დეფლაციური ბუნების მატარებელია და  კურსისთვის არ უნდა დაერტყა, მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შემცირების  რისკის მატარებელი იყო. შემდეგ პროცესები ინფლაციაში გადაიზარდა, თუმცა არა რეგულაციების გავლენით.

იგულისხმება, სესხის უზრუნველყოფის და  მსესხებლის შემოსავლიანობის  გამკაცრებული კოეფიციენტები.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …