16-18 სექტემბერს აჭარა საერთაშორისო გამოფენას ExpoMed Batumi მასპინძლობს

16-18 სექტემბერს, კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით აჭარა სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენას ExpoMed Batumi მასპინძლობს.
ExpoMed Batumi-ს მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობა, სამედიცინო და ზოგადი მომსახურება, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა.

ExpoMed Batumi-ს გამოფენაზე გაიმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია, იოგის, პრესოთერაპიის, პირველი დახმარებისა და ჭრილობის გადახვევის მასტერკლასები.

ExpoMed Batumi-ის გამფოენის მსვლელობისას გაიმართება ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’ სისხლის დონაციის აქცია.

გამოფენის მხარდამჭერები: აჭარის ა/რ მთავრობა, ბათუმის მერია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო, BSU-საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), აჭარის ტელევიზია, TV 25 და გაზეთი აჭარა.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …