1 ოქტომბერს ესპანეთში ბათუმს „World Travel Awards 2023“-ის მასპინძელი ქალაქის წოდება გადაეცემა

ბათუმი წელს „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. 1 ოქტომბერს, ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ქალაქი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. ამასთანავე, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს World Travel Awards – 2023 წლის მანპინძელი ქალაქის სტატუსს.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ბათუმი წელსაც წარდგენილია ტურიზმის ჯილდოზე 2 დღეში. 1 ოქტომბერს ესპანეთში გაირკვევა ისევ მიიღებს თუ არა ჩვენი ქალაქი ამ პრესტიჟულ ჯილდოს. ასევე, უკვე ოფიციალურად გამოცხადდება, რომ მომავალ წელს აღნიშნული ღონისძიების ძირითად დაჯილდოებას უმასპინძლებს ბათუმი, რაც კიდევ ერთხელ დაეხმარება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო პოპულარიზაციას, მის ტურისტულ პოზიციონირებას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება წარმატებული ღონისძიება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

 

წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, კოლიზეუმის, აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …